არქივი20 ივნისი, 2024, 18:39
რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დატბორილია მათ შორის ცენტრალური ქუჩები.
განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა მეთორმეტე მიკრორაიონისა და მესხიშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.
შესაბამის კადრებს საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობაც გადაკეტილია.
ზარალის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.