ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი­ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სალვადორის კონგრესმა ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ 150 თავშესაფარი მოამზადა, რომელთაგან 82 აქტიურად მუშაობს და დაახლოებით 2582 ადამიანს ემსახურება.
მექსიკის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი წვიმები ტროპიკულმა შტორმმა „ალბერტომ“ გამოიწვია.
სალვადორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმები გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.