არქივი5 დეკემბერი 2025, 21:40
რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 74 წლის კაცი ემსხვერპლა

რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 74 წლის კაცია. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.