არქივი7 დეკემბერი, 2025, 11:42
ინდოეთში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის ტურისტებიც არიან

ინდოეთის გოას რეგიონში, პოპულარულ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა, -ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, კლუბის თანამშრომლები არიან. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია 6 ადამიანი.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კლუბის სამზარეულოში გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც კლუბში ხანძარი გამოიწვია.
მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს „ღრმა მწუხარების“ გამომწვევი ფაქტია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.