რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა.
მათი ცნობით, მე-12 მიკრო/რაიონში, მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილი ახალი სკვერის მშენებლობა უკვე დასრულდა და წინასაახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით მოირთო.
„რუსთავში მოსახლეობის თხოვნით შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას ვაგრძელებთ. დღეს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი გავხსენით მე-12 მიკრორაიონში. ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა ცოცხალმა ნაძვის ხემ შექმნა. საუბნო ნაძვის ხეების ერთად მორთვა, კიდევ ერთი კარგი ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში დავამკვიდრეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ცნობით, ახალი სკვერი, მე-12 მიკრორაიონის N18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ/მ ტერიტორიაზეა გაშენებული. ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში, სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეებია მოწყობილი.
რუსთავის მერია მოსახლეობის თხოვნით შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას აქტიურად აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)