ბოლნისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ქალაქ ბოლნის კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი, რომელიც შემოისაზღვრა ორმაგი ბადე-პანელით. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოსასვენებელი სკამები. ამ ეტაპზე იგება ხელოვნური საფარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 293 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”