რუსთავში დღეს გიორგი მინდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

თავისუფლების მოედანზე აქტივისტები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან. ისინი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რომელიც დღეს სიმბოლურად რუსთავში გაიმართება და გიორგი მინდაძეს მიეძღვნება პატიმარს, რომელიც ფოიერვერკის სროლის გამო გაასამართლეს.
აქციის მონაწილეები რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტთან შეიკრიბებიან და ადგილობრივებს პოლიტიკურ რეპრესიებზე, ე.წ. თეთრი ძაფით ნაკერ საქმეებზე და „უკანონო ტყვეების“ გათავისუფლების გზებზე გაესაუბრებიან.
აქტივისტების თქმით, აქციის მიზანია საყოველთაო მობილიზაცია და მოქალაქეების გაერთიანება სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
აქცია რუსთავში 14:00 საათზე დაიწყება.
დღეს არის გიორგი მინდაძის დაბადების დღე. ჩვენ, ყველა ვერთიანდებით სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, იმიტომ, რომ როდესაც მათე დევიძის მიუსაჯეს, ჩვენ წავედით თელავში და გამოვუცხადეთ სოლიდარობა და მთლიანად თელავს ვთხოვეთ, რომ გვერდში დადგომოდა მათე დევიძეს. დღეს გიორგის დაბადების დღეა, წუხელ ჩვენ ვიყავით ციხესთან, დღეს მივდივართ რუსთავში, შარტავას ძეგლთან და მოვუწოდებთ რუსთაველებს, რომ ბიჭს, რომელიც გაიზარდა მათ ქალაქში, აუცილებლად დაუჭირონ მხარი, რადგან გიორგიც და ყევლა პატიმარიც არის უდანაშაულო. ყველა სინდისის პატიმარს დავუდგებით გვერდში, – ამბობს სინდისის პატიმრის, თორიკე გოშაძის დედა მარიზი .

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)