რუსთავში საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ გაიმართა

„თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – ამ ლოზუნგით რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები რუსთავში, ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძის მშობლები.
„გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად, რუსთავში არის მსვლელობა. იმდენად ვარ აღფრთოვანებული ამ დიდი აქციით და ამდენი ხალხით, რომ ყველას მინდა, სათითაოდ მადლობა გადავუხადო. სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდევ გამარჯვებული და თავისუფალი ჩამეხუტებინოს!“, – აღნიშნავს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…