ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. კლდიაშვილის სახელობის სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, სადღესასწაულო კონცერტები ჩატარდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„კლდიაშვილის სკვერში მოწყობილი იყო საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს კერამიკის მოხატვა-გაფერადება შეეძლოთ. გაიმართა ანიმაციური გმირების და მოსიარულე დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, პერფორმანსი ჰელიუმის ბუშტებით, მხატვრული ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.
1-ელი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში "რანინელებისა” და "კვარტეტ ოთხის" კონცერტით დასრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.