არქივი4 დეკემბერი, 2023, 05:06
რუსთავს საახალწლო ილუმინაციებით რთავენ - თითქმის დასრულებულია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟიც
რუსთავში საახალწლო ილუმინაციებით მორთვა აქტიურად მიმდინარეობს. სადღესასწაულო სამზადისში, ქალაქის სერვისცენტრთან ერთად, მერიის თითქმის ყველა სამსახურია ჩართული. თითქმის დასრულებულია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი.
საახალწლო დეკორაციებით ირთვება გარეუბნები და ახალი რეკრეაციული სივრცეებიც.
საახალწლო სოფელი სტუმრებს, გახსნიდან, შობის დღესასწაულის ჩათვლით უმასპინძლებს.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.