რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და, მასთან ერთად, დედაქალაქის ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და, მასთან ერთად, დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სპეციალურად ამ დღისთვის, თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება Stefano Signoroni. მოკლედ, არაჩვეულებრივი სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს, გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე.
16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში საახალწლო სოფელი გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვებისა და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება. გელით ყველას!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან