“რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება?! – მედია

“რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება?! – მედია
რუსთავი 2 ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება – ამის შესახებ “პირველებს” ინფორმაცია რეჟისორის გარემოცვამ მიაწოდა.
როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″ ლიცენზიით, მაუწყებლობის უფლების მქონე სს მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძეს ხვალ წარადგენენ.
ბაკურაძე “პირველებთან” ადასტურებს, რომ რუსთავი 2-დან შემოთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ “ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ის ტელევიზიის დირექტორობას დათანხმდება, როგორი ტეელვიზია სურს რომ გააკეთოს, ბაკურაძე ამბობს, რომ “ეროვნული”.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ვაკო ავალიანი ტელევიზიის დირექტორი აღარ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ირაკლი კაკაბაძე: ქვეყანაში არსებობს როგორც სტრუქტურული, ასევე კულტურული ძალმომრეობა… ამის წინააღმდეგ ბევრი რამ არ კეთდება. უფრო მეტიც, ხშირად პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ახალისებს ამ ძალმომრეობას