ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა - ვაკო ავალიანი დიპლომატიურ სამსახურში მიდის

"რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა - ვაკო ავალიანი დიპლომატიურ სამსახურში მიდის

"რუსთავი 2-ის" დირექტორის პოსტზე ვაკო ავალიანი ბაკურ ბაკურაძემ შეცვალა - ახალი ხელმძღვანელი ტელევიზიის თანამშრომლებს დღეს, 17 ივლისს, თავად ავალიანმა წარუდგინა.
ვაკო ავალიანმა "რუსთავი 2" დატოვა ხელისუფლებისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ, გადასულიყო დიპლომატიურ სამსახურში. ის ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ინიშნება საქართველოს ელჩად.
ბაკურ ბაკურაძე ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტებისა და სადღესასწაულო წარმოდგენების დადგმებსა და რეჟისურაზე. "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ტელევიზიას გააკეთებს ის "რუსთავი 2-სგან", პასუხი იყო "ეროვნულს".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.