რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩის გავლით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა

რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.
„ყველგან „მილიცია“, არასად სამართალი!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოს საპოლიციო კორდონია. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც ასევე, პოლიციის კორდონია განლაგებული.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული. დაკავებულთა შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ