ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადავიდა, ისროლეს პიროტექნიკა

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადავიდა, ისროლეს პიროტექნიკა

31 მარტს, უწყვეტი დემონსტრაციების 124-ე დღეს თბილისში, დემონსტრაციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა.
ამასთან, პარლამენტის ქვედა მხარეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებიდან რამდენიმემ ისროლა პიროტექნიკა პარლამენტის სასახლის მიმართულებით.
დემონსტრანტთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დეკემბრიდან აკრძალულია აქციებზე როგორც სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკის გამოყენება.
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც, - როგორც უკანა შესასვლელთან, ასევე ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გადაღმა, ოლივერ ვორდროპის ბაღში.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების მიზნების მისაღწევად, ქუჩის პროტესტთან ერთად, საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.