არქივი11 სექტემბერი, 2025, 23:09
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირზე 288-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან იყვნენ შეკრებილი.
ამ დროისთვის, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.
მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.