ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი პროტესტის 285-ე დღესაც გადაიკეტა.
პარლამენტთან შეკრებილებს ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მელიქიშვილის გამზირზე აქცია გამართეს.
მოქალაქეები თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ, სადაც აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგად დაზიანებები აქციის 10-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამასთან, როგორც რუსთაველზე შეკრებილები აცხადებენ, ხვალ, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, კვლავ შეიკრიბებიან კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.