რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 204-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს