არქივი25 ივნისი, 2025, 21:36
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 210-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.