არქივი9 ივნისი, 2025, 22:26
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის 194-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაიკეტა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პროტესტის პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.