რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გამზირის ორ მონაკვეთზე გადაკეტეს: პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრის წინ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდულია.
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გაჩერდება სოლიდარობა”; “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
უწყვეტი პროტესტის 189-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.