რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან – საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია, ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“ მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
რუსთაველის გამზირზე მოწყობილია სცენაც, სადაც სავარაუდოდ, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ა.შ.
მათი განცხადებით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ.
აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო