რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 212-ე დღესაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 212-ე დღე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ და მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.