რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ . აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.
აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.
უწყვეტი პროტესტის 205-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს