არქივი30 აპრილი, 2024, 19:52
რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებენ.
სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა.
წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.
იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.