არქივი30 აპრილი, 2024, 19:52
რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა.
წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.
იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.