არქივი7 იანვარი, 2025, 00:39
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „ალილო“ შეასრულეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ და საშობაო ალილო შეასრულეს.
ცოტა ხნის წინ ქაშუეთის ტაძართან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა და შობის დღესასწაულს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დანთებული აქვთ სანთლები და ერთმანეთს შობას ულოცავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.