პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად ცენტრალური გზის დაკავება და მოძრაობის გაჩერება შეძლეს.
„საქართველო, საქართველო" სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა პროტესტის 41-ე დღესაც უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.