ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე წერს, დაღუპული გიორგი როინიშვილია.
როგორც სპეციალური დანაყოფი “თბილისი" სოციალურ ქსელში წერს, როინიშვილი კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ამავე ოპერაციაში დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.