არქივი17 სექტემბერი, 2024, 12:26
რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ის მტერთან უშუალო შეტაკებებს ემსხვერპლა. როინიშვილი “ქართველი მეომრები-სპეცდანაყოფი თბილისის” მეთაურის მოადგილე იყო.
საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა ორი უკრაინელი მებრძოლი, სამი ქართველი კი დაიჭრა. ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.