ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარი - ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი

რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარი - ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი

ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ამ მსახურებაში. ამ ეკლესიის ერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი,- ამის შესახებ რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიიღებს მონაწილეობას, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ეს კარგია, რადგან ერთობა უნდა იყოს.

„ჩემთან ერთად დღეს ჩამოვიდა ჩემი მღვდელმსახური მამა მირონი და წმინდა გიორგის ეკლესიის წევრები რუსეთიდან. მე ვარ ქართული ეკლესიის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. ერთობა უნდა იყოს, მშვიდობა და ყველაფერი კარგი“,- განაცხადა დეკანოზმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.