რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში 80-კაციან დელეგაციას გზავნის
0
რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 80-კაციან დელეგაციას გზავნის, რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს.
“მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელარუსიდან. […] ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. […] მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს არის კარგი, ეს ეკლესიის ერთობაა, ეს ეკლესიის დიდებაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. […] ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება.” – თქვა მან ,,ტვ პირველთან” საუბრისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.