რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენ

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი ASTRA ავრცელებს.

ირკვევა, რომ ხანძარი ბელგოროდის შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა. უნივერსიტეტში უპილოტო საფრენ აპარატების აწყობა და დატესტვა ხდებოდა.

БГТУ-მა შეიმუშავა დრონების მართვის ავტომატიზირებული სისტემა Milandr მიკროპროცესორზე დაყრდნობით. უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ მისი გამოყენება დაგეგმილი იყო „სამოქალაქო მიზნებისთვის“, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგრაფირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება