ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინაში მებრძოლი რატი ბურდულის წინააღმდეგ

რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინაში მებრძოლი რატი ბურდულის წინააღმდეგ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს მოქალაქის, რატი ბურდულის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ იბრძვის.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ რატი ბურდულმა კურსკის ოლქში რიგი დანაშაული ჩაიდინა. მოსკოვში მას მათ შორის რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და მკვლელობას ედავებიან.
ბურდულის გარდა, საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკში უკრაინული დანაყოფების სხვა წევრების წინააღმდეგაც აღძრა.
გარეკანის ფოტო: „ფორმულას“ ეთერიდან

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.