ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა უკრაინაში მებრძოლ რატი ბურდულზე

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა უკრაინაში მებრძოლ რატი ბურდულზე

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველზე, რატი ბურდულზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მასზე ძებნა გამოაცხადა.
რატი ბურდულზე, რომელიც უკრაინაში სიმამაცისათვის რამდენჯერმეა დაჯილდოებული, რუსეთმა რამდენიმე, „მძიმე და განსაკუთრებით მძიმე“ მუხლით აღძრა საქმე.
რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ი საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ რატი ბურდულმა „უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა“.
ბრალდებებს შორისაა „მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა“.
ბურდულის გარდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკში უკრაინული დანაყოფების სხვა წევრების წინააღმდეგაც აღძრა საქმეები.
2024 წლის თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელს, მამუკა მამულაშვილს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.