არქივი12 იანვარი, 2025, 17:37
რუსეთში ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძარს მეხუთე დღეა ვერ აქრობენ

რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.
სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის განმარტებით მიმდინარეობს "საწვავის კონტროლირებადი წვა".
ნავთობბაზაზე ხანძარი 5 დღის წინ, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ დაიწყო.
ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაიღუპა სამაშველო სამსახურის 2 თანამშრომელი.
ტაბულა
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.