არქივი17 იანვარი, 2025, 18:37
გორში, რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორში, რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.