არქივი18 აგვისტო, 2024, 13:26
რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულთან, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა
რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულთან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
Tass- ის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა.
ცნობისთვის, ვულკანი შიველუჩი დაახლოებით 280 მილის დაშორებით მდებარეობს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან, ზღვისპირა ქალაქიდან , სადაც დაახლოებით 180 000 მოსახლეა.
„ვიზუალური შეფასებების მიხედვით, ფერფლის სვეტი ზღვის დონიდან 8 კილომეტრზე (5 მილი) მაღლა იწევს“, – იტყობინება TASS.
TASS-ის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.