არქივი18 აგვისტო, 2024, 01:24
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, რუსეთში, კამჩატკის სანაპიროსთან 7.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
7-ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 17 აგვისტოს დილით ადრე, ადგილობრივი დროით, იტყობინება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.
აშშ-ის ხელისუფლებამ ცნობის საფუძველზე ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.
მიწისძვრა აღინუსხა დაახლოებით 50 კმ სიღრმეზე, კამჩატკის ნახევარკუნძულის მახლობლად დილის 7 საათის შემდეგ, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკსკის აღმოსავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.