ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე წყალმა დამბა გაარღვია

სულ მცირე 7 ადამიანი ითვლება დაკარგულად რუსეთის კარელიის მხარეში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე მომხდარი ავარიის შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, დამბის გარღვევის შედეგად დანგრეულია 13 სახლი და დაშავებულია 9 ადამიანი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, წყალმა დაბა ნადვოიცასთან წალეკა არხის რეკონსტრუქციის პროცესში დამონტაჟებული შესაკრავი. 2023 წლის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივი მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეფერხებულია სატელეფონი კავშირი. ავარიის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-ზე მეტი მაშველი.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებული სანაოსნო არხი თეთრ ზღვას აკავშირებს ონეგის ტბასთან და გასასვლელი აქვს ბალტიის ზღვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.