ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა - რაიონში საგანგებო მდგომარეობაა

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა - რაიონში საგანგებო მდგომარეობაა

რუსეთში ვორონეჟის ოლქში დრონმა იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა. შედეგად იარაღის საწყობში გაჩნდა ხანძარი და დაიწყო დეტონაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, იარაღის საწყობზე გაჩენილი ხანძრისა და დეტონაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს მომიჯნავე დასახლებულ პუნქტს შეაფარებენ.
რაიონში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა.
წინასწარი ინფორმაციით სამოქალაქო პირებს შორის დაშავებულები არ არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.