ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში დრონების მასირებული თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვში დრონების მასირებული თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

1 სექტემბრის ღამეს რუსეთის 10-ზე მეტ რეგიონს დრონები დაესხა თავს, რის შედეგადაც ხანძარი გაუჩნდა მოსკოვის ჩრდილოეთით, ტვერის რეგიონში მდებარე კონაკოვსკის ჰიდროელექტრო სადგურს.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ჩააქრო. უცნობია, თუ რა ზიანი მიადგა ჰიდროელექტრო სადგურს.
ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ტვერის მცხოვრებლებმა ატვირთეს ტელეგრამის არხში.
გამოცემა „ბაზას“ ცნობით დრონი კაპოტნაში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ შენობას დაეჯახა, იქ ხანძარი გაჩნდა, რომელსაც აქრობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ხანძარი "ლოკალიზებულია" და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.
მოსკოვის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქთან მიახლოებისას რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სოფელ სპარტაკში (ჟუკოვსკის ქალაქის რაიონი) დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლი დაზიანდა,

დრონების თავდასხმის გამო მუშაობა დროებით შეაჩერეს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა. 43 თვითმფრინავი კი ავარიულად დაეშვა ალტერნატიულ აეროდრომებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა მოსკოვზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. უკრაინულ მხარს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.