რუსეთში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ნაიჯელ კეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანმა სადაზვერვო და დივერსიული სამუშაოები განახორციელა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და მას რუსეთის ორი კვირის ვადაში დატოვება დაევალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.