რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა დიდი ბრიტანეთის 12 მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის 30 მოქალაქე, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. სიაში შეყვანილთა შორის არის მთავრობის 15 წევრი, მათ შორის – 12 მინისტრი.
რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა დაწესდა პასუხად „ბრიტანული მხარის მტრულ ქმედებებზე“. მათ შორისაა სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და მსოფლიოში რუსეთის იზოლაციის მცდელობები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, მეწარმეობისა და ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მინისტრები. გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ პარლამენტის ორივე პალატის ლიდერები და ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი, ისინი ასევე შედიან მთავრობის შემადგენლობაში.
აგრეთვე სიაში მოხვდა რამდენიმე ოფიციალური პირი, სამხედრო ტექნიკის მწარმოებლების დირექტორთა საბჭოს წევრები და გაზეთ Times-ის ჟურნალისტი ტომ ბოლი და Daily Mail-ის ჟურნალისტი დენ ვიდლანდი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი მუდმივად უჭერდა მხარს კიევს, მათ შორის, უკრაინას უწევდა სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და ზღუდავდა რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობებს. ნოემბრის ბოლოს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წერდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი განიხილავდნენ უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას. ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან