ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში „არასასურველად“ გამოაცხადეს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International

რუსეთში „არასასურველად“ გამოაცხადეს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე „არასასურველად“ გამოაცხადა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის საქმიანობა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე დღეს, 19 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ლონდონის შტაბ-ბინა „გლობალური რუსოფობიური პროექტების მომზადების ცენტრია” და მისი აქტივისტები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ყველაფერს აკეთებენ „რეგიონში სამხედრო დაპირისპირების გასაძლიერებლად“, ამართლებენ „უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულს“ და რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას მოითხოვენ.
რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, Amnesty International-ი მხარს უჭერს „ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და აფინანსებს უცხოეთის აგენტების საქმიანობას“.
2023-2024 წლებში Amnesty International-მა მოიპოვა არაერთი მტკიცებულება, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინულ ენაზე სწავლის გაგრძელების გამო რეპრესიებს განიცდიდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები. პედაგოგებს რუსეთის მიერ დამტკიცებული, კრემლის პროპაგანდის შემცველი სასწავლო პროგრამებით სარგებლობას აიძულებდნენ.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.