ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირია.
“მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები საქართველოს მასშტაბით იმართება, პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირი ხდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება”, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.