არქივი2 დეკემბერი, 2023, 07:40
რუსეთმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბა | დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეს ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
როგორც ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რუსეთის სამიზნეს დასხლებული უბნები, საცხოვრებელი კვარტლები და საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენდა.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის რეგიონი 82-ჯერ დაბომბა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და დრონებიდან მან 338 ჭურვი გაისროლა," - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.