რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ბუდანოვი

-მ ძებნილთა ბაზაში შეიყვანა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი კირილო ბუდანოვი. მითითებულია, რომ ბუდანოვი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება. რომელი მუხლით, დაკონკრეტებული არ არის.
2023 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილო ბუდანოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ს ხიდზე „ტერორისტული აქტისთვის“. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ უკრაინელ გენერალს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასთან აკავშირებს, 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. მ ოფიციალურად მხოლოდ თვეების შემდეგ დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილო ბუდანოვს ტერაქტის მუხლით დაუსწრებლად წაუყენა კიდევ ერთი ბრალდება, რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების ორგანიზებისთვის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.