ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა კირილო ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი განყოფილების მეთაურ კირილო ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ბაზაში განთავსდა.
როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც, ბაზაში არ არის მითითებული, თუ რომელი კრიმინალური აქტივობისთვის ეძებენ უკრაინელ სამხედროს.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზებისთვის, დაუსწრებლად, 4 უკრაინელ მხედართმთავარს, მათ შორის ბუდანოვს, გამოუტანს ბრალდებებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.