რუსეთმა ღამით კიევს შეუტია. დაშავებულია 11 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქს შეუტია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, ღამის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი. ხუთ ადამიანს სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა დასჭირდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის, შევჩენკოს, გოლოსეევის, დესნიანსკის, სოლომენისა და სვიატოშინის რაიონებში.
დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, დამწვარია ავტომობილები.
„ყველა ლოკაციაზე მუშაობენ ექიმები და სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ქალაქში მოსალოდნელია ელექტროენერგიისა და წლის მიწოდების შეფერხება“, – დაწერა კლიჩკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს